დღის ყველა სიახლე
გვიან ღამით, ავარიის შედეგად „იუნკერების“ 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას Rugby TV-ის facebook გვერდი ავრცელებს.
23:58 / 18.09.2019
შალვა აბულაძემ, იგივე „შალალომ“, რომელსაც ორი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, N 7 დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი გაგზავნა, რომელიც „პროგრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.
23:40 / 18.09.2019
სოციალურ ქსელში დედის ემოციური წერილი ვრცელდება. ქალბატონი გასულ წელს ტრაგიკულად დაღუპული შვილის ექიმს ეძებს.
23:22 / 18.09.2019
რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
23:16 / 18.09.2019
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.
23:09 / 18.09.2019
საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
20:12 / 18.09.2019
„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, – ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
18:32 / 18.09.2019
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომტან სუაბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთელმა მმართველმა გუნდმა უნდა გაიზიაროს.
18:17 / 18.09.2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ქუთაისის საერთაშორის უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.
18:11 / 18.09.2019
ძალია მნიშვნელოვანია,რომ აქ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით თავმოყრილი ,მათ შორის ადრონული თერაპიის ცენტრი . ეს ყველაფერი კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით. ესენი იქენბიან ასე ვთქვათ ზედამხედველები ამ პროექტის.
18:07 / 18.09.2019
ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
18:05 / 18.09.2019
"11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში".
17:53 / 18.09.2019
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.
17:52 / 18.09.2019
"თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემური ქალაქი" - ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
17:43 / 18.09.2019
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის დამოუკიდებელი მაჟოიტარი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია.
17:40 / 18.09.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
17:17 / 18.09.2019
ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
17:11 / 18.09.2019
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ პრესას, რომელშიც შეეხო „ბარსელონას“ ფორვარდთან ლიონელ მესისთან ურთიერთობას.
17:05 / 18.09.2019
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სახელთან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათთან კონტაქტზე გავიდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „ევროპული საქართველო“ წყაროს ვინაობას არ ასახელებს.
16:46 / 18.09.2019
მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. წლების წინ მოკლულის ოჯახის გეგმები ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
16:43 / 18.09.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
×