დღის ყველა სიახლე
90-იანებს ვუბრუნდებით. მახსოვს, როგორი იყო მაშინ ბიზნესი საქართველოში, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლიმ "პალიტრანიუსს" განუცხადა, რითაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
20:11 / 21.02.2019
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.
19:48 / 21.02.2019

ყველას ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ, იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არასოდეს ჩავთვლი, რომ არის იმ იდეალების ერთგული, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდე ვიყავით ერთად, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ბესელიამ მის თანამოაზრეებს ბოდიში მოუხადა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვების გამო.

19:42 / 21.02.2019
სულისშემძვრელი და არაადამიანური - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო "ათინათის" მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც ასახულია როგორ დაიტირეს ოტობაია-ორსანტიას ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა გარდაცვლილი ნათესავი ენგურის გადაღმა, ოკუპირებულ აფხაზეთში.
19:42 / 21.02.2019
ყველას ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ, იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არასოდეს ჩავთვლი, რომ არის იმ იდეალების ერთგული, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდე ვიყავით ერთად,
19:41 / 21.02.2019
ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.
19:23 / 21.02.2019
ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
19:20 / 21.02.2019
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ხელს არაფერი უშლის ეს სხდომა წაიყვანოს ახლა მიდის და სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძე-მურუსიძესა და მაგ გუნდთან,
19:07 / 21.02.2019
ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ გაუძღვება თავად,
18:59 / 21.02.2019
ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ გაუძღვება თავად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
18:59 / 21.02.2019
გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც ითხოვენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვას კობახიძეც დაესწროს.
18:57 / 21.02.2019
პროცედურული ომი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა, თუმცა მალევე შესვენება გამოცხადდა.
18:52 / 21.02.2019
კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატის, "შუპეტის" თწიტტერ-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა.
18:34 / 21.02.2019
საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
18:27 / 21.02.2019
ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკზე" განმარტებას აკეთებს.
18:26 / 21.02.2019
იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.
18:13 / 21.02.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. 
18:10 / 21.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. - ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18:07 / 21.02.2019
"არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის. აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველაფერი," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ გააკეთა.
18:03 / 21.02.2019
კალენდარი
×