დღის ყველა სიახლე
თურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2 კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნავსადგურში ნაპოვნი ცხედარი დავით რაზმაძეს ეკუთვნის.
21:16 / 21.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესლიდერებთან.
21:01 / 21.01.2019
საქართველოსა და ლიეტუვას აქვთ ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც აქტიურად ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში განაცხადა.
20:58 / 21.01.2019
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიიდან აცნობეს.
20:55 / 21.01.2019
სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
20:53 / 21.01.2019
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ბუნებრივი გაზით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
20:16 / 21.01.2019
ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზეზი გახლდათ ის არაჯანსაღი სიტუაცია, ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც ამ სიასთან დაკავშირებით შეიქმნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, მოსამართლე თამარ ალიანიამ განუცხადა.
19:13 / 21.01.2019
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ახლა ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება. თუმცა თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ცხედარი უკვე ამოიცნეს.
17:51 / 21.01.2019
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
17:42 / 21.01.2019
WhatsApp-მა ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში მომხმარებლებს ჩატში ერთი და იმავე მესიჯის 5-ჯერზე მეტად გადაგზავნის უფლება შეუზღუდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
17:38 / 21.01.2019
საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
17:27 / 21.01.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.
17:24 / 21.01.2019
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 82 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ე.წ. ღორის გრიპი სახელდება.
17:16 / 21.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
17:14 / 21.01.2019
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაუჭერს მხარს.  როგორც სკვერნელისმა აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა დაუშვებელია.
15:12 / 21.01.2019
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელს შეხვდა.
14:39 / 21.01.2019
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება.
14:50 / 21.01.2019
აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" მიერ მომხმარებლებისთვის ტარიფის გაზრდის საკითხს ეხება.
16:22 / 21.01.2019
"ჯეოსელისა" და "მაგთიკომის" აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.
16:21 / 21.01.2019
კურორტ აბასთუმანის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
15:43 / 21.01.2019
კალენდარი
×