დღის ყველა სიახლე
„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, – ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
18:32 / 18.09.2019
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომტან სუაბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთელმა მმართველმა გუნდმა უნდა გაიზიაროს.
18:17 / 18.09.2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ქუთაისის საერთაშორის უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.
18:11 / 18.09.2019
ძალია მნიშვნელოვანია,რომ აქ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით თავმოყრილი ,მათ შორის ადრონული თერაპიის ცენტრი . ეს ყველაფერი კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით. ესენი იქენბიან ასე ვთქვათ ზედამხედველები ამ პროექტის.
18:07 / 18.09.2019
ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
18:05 / 18.09.2019
"11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში".
17:53 / 18.09.2019
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.
17:52 / 18.09.2019
"თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემური ქალაქი" - ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
17:43 / 18.09.2019
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის დამოუკიდებელი მაჟოიტარი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია.
17:40 / 18.09.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
17:17 / 18.09.2019
ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
17:11 / 18.09.2019
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ პრესას, რომელშიც შეეხო „ბარსელონას“ ფორვარდთან ლიონელ მესისთან ურთიერთობას.
17:05 / 18.09.2019
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სახელთან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათთან კონტაქტზე გავიდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „ევროპული საქართველო“ წყაროს ვინაობას არ ასახელებს.
16:46 / 18.09.2019
მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. წლების წინ მოკლულის ოჯახის გეგმები ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
16:43 / 18.09.2019
არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
16:37 / 18.09.2019
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გამოეყოს და ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დასმული კითხვის საპასუხოდ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ "ამაზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას".
16:35 / 18.09.2019
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
16:33 / 18.09.2019
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra, HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავის ზეთის 4 ან მეტი ლიტრის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემათ 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი. ამასთანავე აქციის ფარგლებში მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს ძრავის ზეთის შეცვლის სერვისით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სერვისზე. თუ „თეგეტა მოტორსში“ შეიძენთ ზეთს გადაცემათა კოლოფისთვის, შეცვლის სერვისზე ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე „თეგეტა მოტორსში“ საწვავის, სალონის და ჰაერის ფილტრების შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ მათი შეცვლის სერვისს.
14:25 / 18.09.2019
საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.
14:13 / 18.09.2019
ია მეტრეველის გამოხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტზე, რა დროსაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების შეიწყალეს, მათ შორის ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული.
14:11 / 18.09.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×