დღის ყველა სიახლე
არც არავის მითითებებს ვემორჩილები და არც არასდროს დავმორჩილებივარ, - ამის შესახებ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლო სხდომაზე 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ადვოკატის, ბექა ბასილაიას საპასუხოდ განაცხადა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მას სამართალდამცავების მისამართით არ შეუგინებია და ამის მტკიცებას არ დაიწყებდა, რადგან სამართალდამცავები არიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ხვალ ტყვიას დაუდგნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად.
19:57 / 20.11.2019
საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს ვითარება დაიძაბა.
18:45 / 20.11.2019
უმრავლესობის წევრის ცინიკური კომენტარი 18 ნოემბრის დარბევაზე - ნუკრი ქანთარიამ თემის შეფასებისას განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის პიკეტირება მაღალი სტანდარტით დაშალეს.
19:37 / 20.11.2019
შეხვედრაზე დე-ფაქტო „პრეზიდენტმა“ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ „მხარეებმა საზღვარზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად გამოსავალი ვერ მოძებნეს.“
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, წნელისში განთავსებული ქართული საგუშაგო უკანონოა და მისი მოშლა "ყველა განხილულ პრობვლემას მოაგვარებდა"(სინამდვილეში საქართველოს პოლიციის საგუშაგო არა ოკუპირებულ წნელისში, არამედ ჩორჩანაში მდებარეობს, -რედ.)
19:22 / 20.11.2019
ფორუმზე „რუსეთი გიხმობს“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კითხვა დაუსვეს თუ რა დამოკიდებულება აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიმართ. პუტინის თქმით, ის სიმპათიური და გულწრფელი მამაკაცია.
18:16 / 20.11.2019
როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი, - ასე მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავას.
18:07 / 20.11.2019
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები „აღმოჩნდა იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე ხალხი იფიქრებდა და ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა“. ვლადიმერ პუტინმა ამ თემაზე მოსკოვში გამართულ ფორუმზე, სახელად „რუსეთი გიხმობს“ ისაუბრა.
17:56 / 20.11.2019
აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.
18:53 / 20.11.2019
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
17:45 / 20.11.2019
ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს ფარდაში.
17:51 / 20.11.2019
ორშაბათამდე "ქართულ ოცნებაზე" დადებულ ძალიან ბევრ ბოქლომს ნახავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
17:18 / 20.11.2019
შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
17:01 / 20.11.2019
კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი, მაგრამ, ღმერთო მიშველე, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სადაც პროკურატურის ჭიშკარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს.
15:37 / 20.11.2019
გაერთიანებული ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს.
15:20 / 20.11.2019
აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15:07 / 20.11.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
14:52 / 20.11.2019
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა სამ მილიარდ რუბლზე მეტი დაკარგეს. ამის შესახებ „ვედომოსტი“ იუწყება.
14:08 / 20.11.2019
აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
13:54 / 20.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
13:51 / 20.11.2019
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს, რომლითაც სახაზინო ქაღალდების დებულებაში ცვლილებები განხორციელდა.
13:48 / 20.11.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×