დღის ყველა სიახლე
video
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგა საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ და ავსტრალიის პოლიციის ფედერალური აგენტის, მეკავშირე ოფიცრა ვენდი რიქსიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულები არიან, აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.
14:51 / 19.09.2019
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა.
14:34 / 19.09.2019
“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გლობალური მნივშნელობის სატრანსპორტო პროექტები განიხილა.
14:08 / 19.09.2019
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“ - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.
13:58 / 19.09.2019
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, მართლაც გრანდიოზული პროექტის რეალიზება, - სულ სხვა განზომილებაა. მილიარდი ევროს ინვესტიცია არ არის მხოლოდ დიდი ფული. ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის და მისცემს უნიკალური განათლების მიღების საშუალებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
13:57 / 19.09.2019
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება თვისობრივად ახალი უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებული იქნება აქამდე არსებული უნივერსიტეტებისგან, როგორც სწავლების მეთოდიკით, ცოდნის შეთავაზების კუთხით, ისე "ენტერპრენიონშიფით”, მეწარმეობაზე და სტარტაპებზე ორიენტაციით. ეს იქნება დასავლური ტიპის ,სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი” - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.
13:54 / 19.09.2019
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
13:53 / 19.09.2019
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებულ გვირაბში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).
13:25 / 19.09.2019
კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორებიცაა NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციები. თუმცა, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
13:23 / 19.09.2019
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მაჭავარიანმა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.
13:20 / 19.09.2019
20-21 ივნისის მოვლენებმა, იგივე მედიასივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც ჩვენ 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
13:19 / 19.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.
13:04 / 19.09.2019
დღევანდელ სხდომაზე მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს.
12:58 / 19.09.2019
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებულ მოდელზე მუშაობს.
12:58 / 19.09.2019
„როდესაც შენ შენს წინამორბედს აკრიტიკებდი და კონცეფტუალურად შეწყალების ახალი ინსტიტუტის შექმნას აცხადებდი და მერე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიმართ ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია,"- ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას.
12:54 / 19.09.2019
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.
12:00 / 19.09.2019
“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30 % მიიჩნევდა.
11:57 / 19.09.2019
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.
11:54 / 19.09.2019
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
11:49 / 19.09.2019
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
11:48 / 19.09.2019
კალენდარი
×