დღის ყველა სიახლე
ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ხუთი საუკეთესი ახალგაზრდა გოგონა ძიუდოისტი დაასახელა.
20:41 / 14.10.2019
ბოკერია დიდი ჭკუის კოლოფი არ აღმოჩნდა, – ასე ეხმიანება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
20:11 / 14.10.2019
2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
18:40 / 14.10.2019
მართლაც სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.
კითხვაზე , სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ითანამშრომლებენ თუ არა მასთან, ბოკერია პასუხობს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად ჩამოცილებას გულისხობს.
17:59 / 14.10.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.
16:50 / 14.10.2019
კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.
16:45 / 14.10.2019
სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
16:40 / 14.10.2019
პარტია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილი? “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა უნდა იყოს წარმოდგენილი?”,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პირია.
15:36 / 14.10.2019
საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
14:27 / 14.10.2019
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა, მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
14:22 / 14.10.2019
გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს.
13:48 / 14.10.2019
სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
11:43 / 14.10.2019
კალენდარი
×