დღის ყველა სიახლე
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა, "რუსთავი 2"-ის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ეროსი კიწმარიშვილთან უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას, აქიმიძესთან და დვალთან მოლაპარაკებებს კი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აწარმოებდნენ.
"ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.
20:55 / 21.07.2019
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა უთხრეს, რომ აქიმიძე და დვალი "რუსთავი 2"-ის წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.
20:30 / 21.07.2019
დეპუტატი დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია მის ბიზნესზე: "თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ‼️
18:05 / 21.07.2019
დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი, რომელი სააკაშვილის ხელისუფლების დროს "რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.
17:57 / 21.07.2019
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ჰქოდათ, კატეგორიულად უარყოფს.
17:52 / 21.07.2019
ირაკლი ოქრუაშვილმა, სანამ რამეზე ლაპარაკს დაიწყებს, ის უნდა ახსნას, როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო. თუ არ ვცდები, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი იყო, როგორ იყიდა "რუსთავი 2"-ის წილები,-ამის შესახებ "რუსთავი2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
17:13 / 21.07.2019
გასაკეთებელი ისევ ბევრია , - ამის შესახებ "რუსთავი 2"ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ მის მიერ ტელეარხის დირექტორად დანიშნული პაატა სალია დღეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეხვდა.
17:08 / 21.07.2019
"რუსთავი2"-ში "კურიერისა" და "პოსკრიპტუმის" გუნდის წევრებსა და ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შორის შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტების ინფორმაციით, სალიამ გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან და ის უარს ამბობს, რომ საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას, რომელიც ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ასევე უარს ამბობს, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.
15:13 / 21.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
16:08 / 21.07.2019
ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, -ასე მიმართა მრევლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
15:25 / 21.07.2019
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტ "ვახტანგისის" გავლით აზერბაიჯანში გააბრუნეს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
13:24 / 21.07.2019
საერთოდ არ ვარ დამნაშავე - ამის შესახებ დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა შიშუ პალ ბურდაკმა განაცხადა.
13:07 / 21.07.2019
პროკურორის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია და ის საქართველოში არ დაუკავებიათ.
12:56 / 21.07.2019
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. როგორც ზურაბ თოდუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკვე ორ საათზე მეტია, მას სუსლიაკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
12:51 / 21.07.2019
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება საქართველოს პარლამენტის წევრს, დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნარინე გინოსიანის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, გინოსიანის მიმართ ბრალდება სასაცილოა და აღნიშნულში დეპუტატის ინტერესები იკვეთება. ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიება და პროკურატურა პარლამენტის წევრს, ენზელ მკოიანს ხელს აფარებს.
12:24 / 21.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ო.რ., ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13:14 / 21.07.2019
ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. როგორც  შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
09:08 / 21.07.2019
კალენდარი
×