ეკონომიკა
საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. ამასთან, ამ კუთხით 2017 წლის მაჩვენებელი 2014-2016 წლების საშუალო ნიშნულთან შედარებით გაუარესებულია. სავალუტო ფონდის დადგენილ მინიმალურ სტანდარტს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ პასუხობს.
11:35 / 06.11.2018
 
2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი "დამრგვალების მეთოდით" შეიცვლება.
12:34 / 01.11.2018
 
საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
11:37 / 30.10.2018
 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6986 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
19:01 / 26.10.2018
 
სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბანკო რეგულაციების შეფასებისას.
18:24 / 25.10.2018
 
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, იმ ადამიანებზე რეგულაციების დაწესება, ვისაც შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვთ ლოგიკურია, თუმცა მისი და სების პოზიცია განსხვავდება ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში.
20:54 / 24.10.2018
 
კვირის ბოლოს ლარი, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
11:07 / 20.10.2018
 
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“ აცხადებენ, რომ იტალიურ „სალინი იმპრეჯილო“-სთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.
16:18 / 18.10.2018
 
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
15:06 / 18.10.2018
 
ზამთრის საკურორტო ზონებში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს.
13:58 / 09.10.2018
 
კალენდარი
×