ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.
17:15 / 09.11.2018
 
მომხმარებლებს, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საფასურის გადახდა სამჯერ ან მეტჯერ დააგვიანდათ, ან დენი უკანონოდ მოიხმარეს, დეპოზიტის გახსნა და მასზე საგარანტიო თანხის განთავსება ევალებათ.
22:07 / 06.11.2018
 

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რისთვისაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია

20:41 / 06.11.2018
 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7524 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0141 ლარი შეადგინა.
18:17 / 06.11.2018
 
2018 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,571 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
12:37 / 06.11.2018
 
საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. ამასთან, ამ კუთხით 2017 წლის მაჩვენებელი 2014-2016 წლების საშუალო ნიშნულთან შედარებით გაუარესებულია. სავალუტო ფონდის დადგენილ მინიმალურ სტანდარტს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ პასუხობს.
11:35 / 06.11.2018
 
2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი "დამრგვალების მეთოდით" შეიცვლება.
12:34 / 01.11.2018
 
საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
11:37 / 30.10.2018
 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6986 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
19:01 / 26.10.2018
 
სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბანკო რეგულაციების შეფასებისას.
18:24 / 25.10.2018
 
კალენდარი
×