ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს არა იმიტომ, რომ მას შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ იმიტომ, რომ შემოთავაზებულია ახალი პასუხისმგებლაინი დაკრედიტების წესები - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა "არჩევანში"
როგორც მან აღნიშნა, ახალი ინიციატივა შეეხება, დაახლოებით, 600 ათასზე მეტ ადამიანს და შესაძლებელია, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი და ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს ფონდ "ქართუს", რათა მიყიდოს პრობლემური სესხები.
"დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია შემოთავაზებული და ინიცირებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები და მოდელი. ზუსტად ეს ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას, შეისწავლონ პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა მას გადახდის საშუალება გადახდის და გაზომობს რამდენის გადახდა შეუძლია და იმის ადეკვატური სესხი მისცეს. შესაბამისად მომავალში, მნიშვნელობა მიენიჭება არა იმას იყო თუ არა ადამიანი "შავ სიაში", არამედ იმას, შეუძლია თუ არა მას ახალი, პასუხისგებლიანი დაკრედიტების პირობებში კრედიტის მომსახურება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში მოხდება ამ პირების ამოშლა ე.წ. შავი სიიდან.