საქართველოს ეკონომიკა დეკემბერში 5,6%-ით გაიზარდა
"საქსტატის" ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.
ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.