ბიზნესი
საქართველოს ბანკმა CIS Wealth-თან ერთად საქართველოში დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი (International Wealth Forum) გამართა.
13:58 / 06.06.2018
 
PSP-მ ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების IQ Net და CSQ სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა
12:10 / 06.06.2018
 
Gეორგიან Aირწაყს კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, - ამის შესახებ "ტავ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
10:52 / 06.06.2018
 
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), 5-6 ივნისს თბილისში
12:58 / 05.06.2018
 

Cbonds-მა, რომელიც ფინანსურ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების ერთერთ წამყვან საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს, "გალტ&თაგარტი" საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეხუთედ დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გალტ & თაგარტი ავრცელებს.

კომპანია "გალტ & თაგარტი" სააგენტოს მიერ წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად პირველად 2014 წელს იქნა აღიარებული. წელს უკვე მეხუთედ, გალტ&თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დასახელდა: მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიულ ფინანსური მომსახურების მიწოდება, კონკურენტუნარიანი ტარიფები, ადგილობრივი და გლობალური წილებისა და ევროობლიგაციების გარიგებების სწრაფი შესრულება. ასევე, ოპერაციების მაღალი ხარისხით განცხორციელება თითქმის ყველა მსხვილ საფონდო ბირჟაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი ტიპის ჯილდოები, რომელსაც "გალტ&თაგარტი" საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან იღებს, კომპანიის მიღწევების კიდევ ერთი დადასტურებაა, რაც საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში "გალტ ენდ თაგარტის" წამყვან როლს უსვამს ხაზს. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის თოთოეული წევრის დამსახურებაა და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიყოთ წამყვან პოზიციებზე კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის: Cbonds არის ფინანსური ბაზრების მონაცემთა ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ძირითადად ოპერირებს სნგ-ს ბალტიისპირეთის და ამიერკავკასიის ქვეყნებში. Cbonds-ის ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: საინფორმაციო ვებ პლატფორმების განვითარება (cbonds.info, investfunds.ru, preqveca.ru), სადაც თავმოყრილია ინფორმაცია წამყვანი ობლიგაციების ემიტენტების ძირითადი მაჩვენებლების და რეიტინგების შესახებ, საინვესტიციო ბანკების და ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ; საერთაშორისო ფინანსური კონფერენციების ჩატარება, მრგვალი მაგიდები და გამოფენების ორგანიზება; საგამომცემლო საქმიანობა (ჟურნალ Cbonds Review და წლიური საცნობარო წიგნები).

14:17 / 31.05.2018
 
"საქართველოს ბანკმა" და საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ „ბიჯეო“ ჯგუფის გაყოფის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა.
14:47 / 29.05.2018
 
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ
17:55 / 25.05.2018
 
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ
17:44 / 25.05.2018
 
საქართველოს ბანკმა განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე.
12:02 / 25.05.2018
 
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან არველაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება.
14:37 / 24.05.2018
 
კალენდარი
×