წყალტუბოს სანატორიუმი "ივერია" ნახევარ მილიონ ლარად გაიყიდა
წყალტუბოს სანატორიუმი "ივერია" ნახევარ მილიონ ლარად გაიყიდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:

წლის ბიზნესი:

1. "კენარი"

2. "გროს ენერჯი გრუპი"

3. "ევროპის უნივერსიტეტი"

წლის ქართული პროდუქტი:

1. "ჰერბია"

2. "გეფერინი"

3. "ნეოფარმი"

წლის სტარტაპი:

1. "თიერსი"

2. "აპოლო 11"

3. Welcome to Georgia - the Musical

წლის ტურისტული ბიზნესი:

1. "ალტიტუდა"

2. "წისქვილი ჯგუფი"

3. "Ecotours Georgia"

წლის ქალი მეწარმე:

1. "სანტა"

2. "პანკისი ქემფინგ"

3. რადიო-ჰოლდინგი "ფორტუნა"

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის:

1. "ფაბრიკა 1900"

2. "ჯეო მულჩი"

3. "ანტრე"

ფინალისტი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.businessaward.ge/ka/businessaward-2018



გამარჯვებულების გამოვლენამდე, 18 ბიზნესი თიბისის დაგეგმილ ერთთვიან კამპანიაში ჩაერთვება, რომელიც მათ PRმხარდაჭერას, ასევე ციფრულ და ტრადიციულ მედია არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს. აქტიური კამპანიის ფარგლებში საზოგადეობა ფინალისტი კომპანიების ისტორიისა და ბიზნესსაქმიანობის შესახებ შეიტყობს, რაც ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.



წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.



ბიზნეს დაჯილდოების მთავარი პარტნიორია ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE. პროექტის დანარჩენი 3 პარტნიორი თითო ნომინაციას წარადგენს:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD წლის ქალ მეწარმეს, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" კი წლის ქართულ პროდუქტს დააჯილდოებს. Impact Hub Tbilisi ნომინაციას - "ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" წარადგენს.



დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს.



ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.


16:42 / 13.11.2018
"საქართველოს რკინიგზა" წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" გამარჯვებული გახდა.
18:38 / 12.11.2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის "Doing Business 2019"
18:42 / 02.11.2018
მოგესალმებით 5-6 ოქტომბერს იმართება მეორე "გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი",
19:25 / 02.10.2018
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ორგანიზებით დღეს თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ინფორმაციას 1ტვ ავრცელებს.
14:24 / 24.09.2018
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში განაცხადა.
12:20 / 13.08.2018
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 183 მლნ ლარი "თიბისი ბანკს" ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია" 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე "ლიბერთი ბანკია" 30 მლნ ლარის მოგებით.
12:26 / 10.08.2018

“თეგეტა მოტორსმა” ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა პროფესიული ხელსაწყოების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Total-თან. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბრენდის სათავო ოფისში, ჩინეთშის ქალაქ სუნჯოუში.

13:09 / 01.08.2018
2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ.
15:36 / 28.07.2018
საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტს აქვეყნებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
14:06 / 27.07.2018
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456