ჯანდაცვა
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. საზოგადოება „ივერიის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანხმად, ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
18:37 / 16.12.2014
 
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ურალ-პოვოლჟიეს შესწავლის ცენტრის ექსპერტი ალექსანდრე სკაკოვი „ინფო 9“ -სთან ინტერვიუში უსაფუძვლო ფანტაზიას უწოდებს იმის შესაძლებლობას, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ერთ ქვეყანაში შეძლებენ ცხოვრებას.
11:28 / 15.12.2014
 
მომავალი წელი მწვანე/ლურჯი თხის წელიწადია. თუ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა კერძები შევარჩიოთ თხის საპატივცემულოდ, საახალწლო დეკორში რომელ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა და ზოგადად, როგორი წელიწადი გველის - ამ და სხვა თემებზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება.
14:04 / 08.12.2014
 
ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს. სავალუტო ჯიხურებში უკვე 1 აშშ დოლარის ფასი 1.90-92 ლარის ფარგლებშია. კურსის ვარდნა ფასებზეც აისახა.
რა იწვევს ლარის გაუფასურებას, რამდენად აისახება კურსის ცვლილება სამომხმარებლო ფასებზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ ნეგატიური ტენდენციის შესაჩერებლად და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - ამ საკითხებზე „ინფო 9“ ექსპეტს ეკონომიკის საკითხებში, „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროეტების ინიციატივის“ ხელმძღვანელს, ლევან კალანდაძეს ესაუბრა.
16:40 / 04.12.2014
 
ჟურნალში „გზა“ დაიბეჭდა ექსკლუზიური ინტერვიუ ანა-მარია კიპაროიძესთან, რომელსაც ედუარდ შევარდნაძესთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ასაკოვანმა ქალბატონმა „გზას“ თავის ტკივილიან ცხოვრებასა და გარდაცვლილ ექსპრეზიდენტთან რომანზე მოუთხრო. როგორც ინტერვიუში ვკითხულობთ, ანა-მარია კიპაროიძე ესპანელია და ვალენსიიდანაა, წლინახევრის იყო, საქართველოში რომ ჩამოიყვანეს.
16:20 / 04.12.2014
 
„პრაიმტაიმი“ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ დეტალებზე წერს. გამოცემის ცნობით, ყველანაირი ლოგიკით, საქმე ისევ იმ სქემით უნდა მივიდეს მიხეილ სააკაშვილამდე, როგორც ეს გირგვლიანის საქმის შემთხვევაში მოხდა. აქაც, ყოფილ პრეზიდენტს, სულ მცირე, დანაშაულის გამოძიების ფალსიფიკაციისთვის, სავარაუდოდ, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენებენ ბრალს.
12:31 / 01.12.2014
 
რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“ გაფორმდა. რატომ მიიჩნია რუსეთმა მაინცდამაინც ახლა საჭიროდ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება, რაში სჭირდება მას აფხაზეთისა და ე.წ სამხეთ ოსეთის ტერიტორიები და უქმნის თუ არა რეალურად რუსეთს პრობლემებს სანქციები, აღნიშნულ და სხვა საკითხებზე „ინფო 9“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილი რუსი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და ექსპერტი ლეონიდ რადზიხოვსკი საუბრობს.
13:05 / 27.11.2014
 
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მოლაპარაკებების უკვე 50 რაუნდი გაიმართა. ამ შეხვედრებს, რომელიც სპეციალურ კარავში იმართება, მედიის წარმომადგენლები არასდროს ესწრებიან. მოლაპარაკებებზე სიტყვა - ოკუპაცია, განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. როგორ მზადდება შეხვედრა და როგორია მოლაპარაკების დეტალები, ამ და სხვა თემებზე „ინფო 9“ ერგნეთის შეხვედრებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენის უფროსს შალვა ენუქიძეს ესაუბრა.
10:17 / 21.11.2014
 
რუსულ გამოცემა „სნობ.რუ“-ზე საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა მარინა სნეგოვაიამ კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩაწერა. ბენდუქიძეს ტექსტში შესწორებები უნდა შეეტანა, თუმცა, დროის უქონლობის გამო, ეს ვერ მოახერხა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ჟურნალისტმა ჩაწერილი ინტერვიუს ჩაუსწორებლად გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
23:34 / 19.11.2014
 
სინამდვილეში რის მიღწევა სურს რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთთან "ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების" გაფორმებით; რა არის ის საკითხები, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ინტეგრაციაზე უფრო მნიშვნელოვანია; რატომ მოითხოვა მოსკოვმა მისთვის ისედაც არასაჭირო მაქსიმუმი და რა მინიმუმის მიღებას ცდილობს - ამ და სხვა საკითხებზე "ინფო 9" ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
03:38 / 03.11.2014
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
×