კონფლიქტები
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
14:26 / 31.07.2018
 
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას.
15:26 / 27.07.2018
 
"ოსეთი განუყოფელია, ისევე როგორც მისი ეროვნული სივრცე.
18:55 / 26.07.2018
 
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და საქართველოში ალიანსის სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს და შესაბამისი სამხედრო სამზადისი რუსეთის მხრიდანაც დაიწყება.
17:01 / 25.07.2018
 
სუს-ი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსულ ვერტმფრენს ფრენის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებულ ინფორმაციაზე უწყებამ რეგირებისთვის საერთაშორისო სადამკვირებლო მისიას უკვე მიმართა.
16:49 / 25.07.2018
 
გორის რაიონის თავზე ცოტა ხნის წინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. ვერტმფრენმა სოფელ ხურვალეთს გადაუფრინა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
15:18 / 25.07.2018
 
დღეს, დამასკოში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ "შეთანხმებას" ხელი მოეწერება. აღნიშნული" შეთანხმების" ხელმოწერა სირიაში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის ფარგლებში მოხდება.
15:16 / 23.07.2018
 
სირიისა და ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მიერ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ამის შესახებ პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
18:59 / 22.07.2018
 
რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
16:46 / 21.07.2018
 
"თუკი აგვისტოს ომის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსკოვს რეალურად სურს, დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის," - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
20:53 / 19.07.2018
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
×