მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამერიკული გამოცემა "ნიუსვიქი" საქართველოს სტატიას უძღვნის და ქვეყანას "ევროპის ახალ კულტურულ ჰაბად" მოიხსენიებს. აქვე, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო 2019 წელსაც ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დარჩება.
ვის ეკუთვნის საავტორო უფლება სმაილზე, რომელიც კურტ კობეინის საკულტო მაისურზე იყო გამოსული? გასული წლის დეკემბერში შპს Nirvana-მ მოდელიორ მარკ ჯაკობს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქუთაისში შავი პრინცის, იგივე აკაკი ბაბუნაშვილის სტენსილი გააკეთეს. იდეა და ნახატი მხატვარსა და სთრით-არტისტს ლია უკლებას ეკუთვნის, ინიციატივა კი ჟურნლისტ ლაშა მესხს. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
პირველი უზბეკური რომანი, რომელიც ინგლისურად ითარგმნა EBRD-ის პრემიის მფლობელი გახდა. "ეშმაკების ცეკვა", რომელიც უზბეკეთში აკრძალულია, ავტორს 20 000 ფუნტი მოუტანა.