პოლიტიკა
მაინტერესებს, რატომ არის დარღვეული თანმიმდევრობა, რატომ არის დარღვეული რეგლამენტის წესი და რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე პერსონალური გადაწყვეტილებებით რეგლამენტს გადააბიჯოს, მაშინ, როცა უნდა - კეთილი ინებე და დაიცავი წესები,
12:54 / 16.04.2019
 
თუ რამე მემუქრება ამას თვალს გავუსწორებ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებზე და მინისტრთა კაბინეტიდან მის შესაძლო წასვლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შს მინისტრი მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
12:25 / 16.04.2019
 
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანიის "მეტი სიცოცხლისთვის" პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებს შორის არის: სიჩქარის გადაჭარბება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნების არ დამორჩილება და სიმთვრალე.
12:05 / 16.04.2019
 
მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:04 / 16.04.2019
 
საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლები არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში, - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა განაცხადა.
12:02 / 16.04.2019
 
პარლამენტში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის შენობიდან გაიყვანეს.
11:58 / 16.04.2019
 
მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ "დაიცავი საქართველოს" ტოვებს.
11:55 / 16.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" წარადგინა.
10:54 / 16.04.2019
 
უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
10:53 / 16.04.2019
 
პარიზის მერიამ კუნძულ სიტედან, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
00:24 / 16.04.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×