პოლიტიკა
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
17:36 / 04.08.2019
 
გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.
11:18 / 16.08.2019
 
გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
10:57 / 16.08.2019
 
გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.
10:38 / 16.08.2019
 
პროექტს საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აქციების 42%-ის მფლობელის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა. „კონტი ჯგუფი“ მიერ “ანაკლიის კონსორციუმის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ დაადასტურეს.
21:20 / 15.08.2019
 
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს. ამ დროისთვის გამყოფ ხაზთან შეიარაღებული ადამიანები აღარ იმყოფებიან.
21:14 / 15.08.2019
 
რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად, 16 აგვისტოს გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა იგეგმება ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
19:10 / 15.08.2019
 
საქართველოში აშშ-ს საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
18:36 / 15.08.2019
 
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუტიანთკარში რუსული მავთულხლართების გავლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს უნდა დამთავრდეს".
18:22 / 15.08.2019
 
„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის - „კონტი ჯგუფის“ მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.
18:04 / 15.08.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×