პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან.
23:18 / 21.04.2019
 
ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ ფაქტს.
23:03 / 21.04.2019
 
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ზელენსკიმ გამარჯვებისას პირველი რაც გააკეთა, მოუწოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ მიბაძონ უკრაინას. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რო უკრაინის მოვლენები მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის.
22:30 / 21.04.2019
 
ჩვენ დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით, – ამის შესახებ ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
22:23 / 21.04.2019
 
მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღიაობა, რომ თუკი ვინმეს დარჩა კითხვები, ამასაც პასუხი გაეცეს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პანკისთან მიმართებაში მთავრობას აქვს გეგმები, რომ სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გაიშალოს და მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს.
21:05 / 21.04.2019
 
შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
21:02 / 21.04.2019
 
ის რაც ნახეთ, კანონის სერიოზული დარღვევა იყო და ეს დამრღვევს არ ეპატიება არსად, სადაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
21:00 / 21.04.2019
 
შეცდომა თავში იყო დაშვებული, დღეს ძალიან მძიმე სიტუაციის განვითარებას გადავრჩით, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს" პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
20:10 / 21.04.2019
 
მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში განაცხადა.
19:58 / 21.04.2019
 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციის 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის სამი დაიწვა.
19:43 / 21.04.2019
 
კალენდარი
×