პოლიტიკა
პუტინის განცხადებას ჩვენი მხრიდან ქმედებები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
17:14 / 13.07.2019
 
დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
17:09 / 13.07.2019
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.
17:56 / 13.07.2019
 
ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული გამგრძელებელი ახორციელებდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.
16:47 / 13.07.2019
 
მე ასე არ დავსვამდი შეკითხვას, რომ თითქოს ტყუილები უპოვიათ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაში. მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება, ვინც თურმე ტყუილებს პოულობს. საინტერესოა დასახელდეს წყარო. თუ, ვითომდა ტყუილების გარდა ამ ე. წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ სხვა ნაწილი ვერ ნახა მინისტრის გამოსვლაში, ძალიან რთულია ობიექტურად შევაფასოთ ე. წ. კრიტიკული საზოგადოება", - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
17:38 / 13.07.2019
 
შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმის რაოდენობის გაზრდა დღეიდან ძალაში შევიდა. კერძოდ, საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
11:31 / 13.07.2019
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
09:00 / 13.07.2019
 
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალური პავილიონია განთავსებული. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას მიაწოდა და მოსახლეობას დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.
03:08 / 13.07.2019
 
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოში დაიწყო სპონტანური იყო იმ მომენტამდე, ვიდრე ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.
22:57 / 12.07.2019
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსი ტურისტების ნაკადი განახლდება საქართველოში. ამის შესახებ მან "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოში ფრენების შეწყვეტის თაობაზე.
19:53 / 12.07.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×