პოლიტიკა
შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
21:02 / 21.04.2019
 
ის რაც ნახეთ, კანონის სერიოზული დარღვევა იყო და ეს დამრღვევს არ ეპატიება არსად, სადაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
21:00 / 21.04.2019
 
შეცდომა თავში იყო დაშვებული, დღეს ძალიან მძიმე სიტუაციის განვითარებას გადავრჩით, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს" პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
20:10 / 21.04.2019
 
მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში განაცხადა.
19:58 / 21.04.2019
 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციის 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის სამი დაიწვა.
19:43 / 21.04.2019
 
ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან განუცხადა ჟურნალისტებს, სადაც მან პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.
19:37 / 21.04.2019
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა. დაშავებულთა შორის არის საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტიც.
19:33 / 21.04.2019
 
"ხადორი 3" იმ დონის ობიექტი არ არის, რომელსაც ასეთი ხმაური შეიძლება მოჰყოლოდა - ეს არის არაფრის მომცემი ობიექტი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ განუცხადა.
19:29 / 21.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ.
19:27 / 21.04.2019
 
პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.
18:04 / 21.04.2019
 
კალენდარი
×