პოლიტიკა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში დაბრუნების შესახებ "პირველი აპრილისთვის 300 დოლარად დაგეგმილი პიარია". მისი თქმით, სააკაშვილი არათუ ქვეყანაში ვერ შევა, თვითმფრინავშიც კი ვერ დაჯდება უკრაინის მიმართულებით. ამის შესახებ ავაკოვმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
18:37 / 21.03.2019
 
ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით, მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ "ქართული ოცნების" პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები – მათ ეს იციან. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
17:30 / 21.03.2019
 
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს მამუკა კუკავას და გიორგი გულორდავას სოხუმის ე.წ. სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
18:27 / 21.03.2019
 
რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გენგეგმა სავარაუდოდ იცვლება და შესაძლოა, ჩატარებული სამუშაოები დამატებით ცვლილებებს მოითხოვდეს.
17:47 / 21.03.2019
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლა 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან კონსორციუმს დაფინანსება არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც დაირღვევა.
17:44 / 21.03.2019
 
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს "ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაული მიულოცა.
13:04 / 21.03.2019
 
პარტიები "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.
16:01 / 21.03.2019
 
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლის შეფასებამდე, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის მუშაობა გააკრიტიკა. მარშანიას განცხადებით, პარლამენტს ქვეყანაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია.
15:50 / 21.03.2019
 
ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს - რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი?, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
15:47 / 21.03.2019
 
თეა წულუკიანი არარაობაა, სხვა არაფერი და მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა იუსტიციის მინისტრის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია.
15:44 / 21.03.2019
 
კალენდარი
×