პოლიტიკა
10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
17:12 / 24.06.2019
 
სახალხო დამცველი აპირებს შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
17:11 / 24.06.2019
 
ქართველი დეპუტატები აპირებენ მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრონ, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
17:04 / 24.06.2019
 
"ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას", - აცხაებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშრებით "ქართული ოცნების" გუნდში სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა, გუნდში არის სრული კონსენსუსი და მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.
16:55 / 24.06.2019
 
ნუ დავიწყებთ აჟიტირებას შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების შედეგად და კარგად გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილის მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაიხანგრძლივოს კიდევ უფრო დიდხანს,-ასე მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ სპექტრს და გადაწყვეტილებას "თაღლითურ სქემად" აფასებს.
16:27 / 24.06.2019
 
"ეს უზარმაზარი დათმობაა ივანიშვილის მხრიდან და ეს არის ქართველი საზოგადოების გამარჯვება. პროპორციული სისტემა იძლევა საშუალებას პარლამენტმა რეალურად ასახოს ხალხის საჭიროებები. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს ეს არ არის გავრცელებული ევროპული პრაქტიკა, თუმცა საკითხი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა გაირკვეს. ნულოვანი ბარიერი არის ივანიშვილის ილუზია, რომ იმდენად ფრაგმენტირებული პარლამენტი იქნება ვერავუნ შეძლებს მისი მთავრობის შეცვლას, თუმცა ცდება , - ასე აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივას.
16:22 / 24.06.2019
 
მმართველ "კანტორას" თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის "გაერთიანებულ ოპოზიციას", ძალიან დიდი შეცდომაა, - ასე უპასუხა "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ "ქართული ოცნების" ინიციატივას, 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით.
16:17 / 24.06.2019
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგს უწოდებს, – ამის შესახებ ლავროვმა რეგიონული არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
16:08 / 24.06.2019
 
"ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია",-ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი 2020 წელს, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. "ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მიიღეს გადაწყვეტილება,- 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
15:56 / 24.06.2019
 
ნიკა მელია შესაძლოა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და საარჩევნო ბარიერის გაუქმებაზე დასაწყებ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
15:52 / 24.06.2019
 
კალენდარი
×