პოლიტიკა
ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს, - ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სარწმუნოა, რომ უმრავლესობის შიგნით სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ბესელიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში კიდევ ახალი ინიციატივების წარმოდგენა კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.
14:27 / 05.12.2019
 
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი, 6 დეკემბერს, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს შეხვდება.
14:22 / 05.12.2019
 
“სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერ. ხალხის იმედი გვაქვს. გვჯერა, რომ ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს”. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი უმრავლესობის წევრი მაჟორიტარების ინიციატივას, 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
14:11 / 05.12.2019
 
აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
14:09 / 05.12.2019
 
„ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა“, - განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
14:08 / 05.12.2019
 
რეგიონებში პროტესტი გრძელდება, " დემიშიზაცია" ამ სახელწოდებით პროტესტი ზუგდიდის და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში ერას მოედანზე გრძელდება. ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები კონტრ აქციის გასამართად ემზადებიან, აქციის მონაწილეებმა უცვლელი ატრიბუტი ცოცხები მიიტანეს.
13:48 / 05.12.2019
 
მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.
13:45 / 05.12.2019
 
მასწავლებლებს, პენსიონერებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ, ბიუჯეტის განხილვისას ეს ნათლად იყო გაცხადებული ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
13:42 / 05.12.2019
 
მოძრაობა "სირცხვილია" ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამოქალაქო მოძრაობის ამ დამოკიდებულებისა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად არიან ნინო ბურჯანაძესთან ერთად დადგნენ.
13:33 / 05.12.2019
 
მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, მათი წინადადება არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს და მას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.
13:26 / 05.12.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×