პოლიტიკა
ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სასამართლოში, მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, განაცხადა.
13:19 / 17.09.2019
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.
13:17 / 17.09.2019
 
იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
12:39 / 17.09.2019
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შეწყალების თემა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე ადამიანმა, პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.
12:34 / 17.09.2019
 
პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ გავრცელდა.
12:22 / 17.09.2019
 
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს.
12:05 / 17.09.2019
 
NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგად რესპოდენტთა 4% აფასებს.
12:04 / 17.09.2019
 
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
12:01 / 17.09.2019
 
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია.
11:22 / 17.09.2019
 
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს.
11:13 / 17.09.2019
 
კალენდარი
×