პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:31 / 16.09.2019
 
გაზაფხულზე ჩრდილოვან კაბინეტს გავაკეთებთ - ამის შესახებ განცხადება, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ, "მთავარ არხზე", გადაცემა "მთავარი აქცენტები" საუბრისას გააკეთა.
11:21 / 16.09.2019
 
საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სტუმრობს.
11:13 / 16.09.2019
 
ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ როგორც ამ ეკლესიის შვილი, ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუს დროს ეკლესიის ქმედების შეფასებისგან თავს შეიკავებს. როგორც მან გადაცემა მთავარ აქცენტებში თქვა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ეკლესიას "სერიოზული ზიანი" მიაყენა.
10:44 / 16.09.2019
 
"თიბისი ბანკის" და ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გადაცემა მთავარ აქცენტებში საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა.
10:33 / 16.09.2019
 
საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა ირანის მხრიდან განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
02:01 / 16.09.2019
 
ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თავისუფლება და თვითონ ამერიკის თავისუფლებაც, ალბათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა ამერიკის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
17:24 / 15.09.2019
 
საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის, რომელიც ხვალ, ბიუროს სხდომას წარედგინება.
00:08 / 16.09.2019
 
თუ არ შეჯერდა ყველა მხარე - ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. - ანაკლიის თემა გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
22:20 / 15.09.2019
 
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
22:08 / 15.09.2019
 
კალენდარი
×