არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეთიკურია, როდესაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში უცენზურო განცხადებებს აკეთებს. ვოლსკის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძის ბილწსიტყვაობა არ წაუკითხავს.