თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც შესაძლოა იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება გუშინ „ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე. მისი შეფასებით, როდესაც ერთი მხარის მიერ უწმაწურ სიტყვების გამოყენებაზე კითხვები ისმება, ასევე კითხვები უნდა დაისვას მეორე მხარის ქმედებებზეც.