პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი სცადა დსა ახლა "ცდილობენ ტიტუშკებს და გვასაღებენ სამოქალაქო დაპირისპირებად".
"ცადეს სუსის აგენტურა და პროვოკაციები- არ ავყევით ვამხილეთ.
12:44 / 03.12.2019
 
მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მომხდარი დაპირისპირებების შეფასებისას განუცხადა.
12:36 / 03.12.2019
 
კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები, მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
12:32 / 03.12.2019
 
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას, - ამის შესახებ ერთობლივი განცხადება საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ’’, „შენების მოძრაობამ’’ და ,,ახალმა მემარჯვენეებმა’’ გააკეთეს. მათი განმარტებით, ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა.
12:21 / 03.12.2019
 
ცამდე მართალი ვარ, ეკა გიგაური რომ „ნაციონალებთან“ ერთად აჯილდოებდა ჯალათებს, ადამიანებს, ვინც სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი საქმიანობა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
12:02 / 03.12.2019
 
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას „იზუსუს“ მარკის რვამეტრიანი და „მანის“ მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.
11:56 / 03.12.2019
 
ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა,რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
11:28 / 03.12.2019
 
დაძაბულობის განსამუხტად ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი. დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
11:26 / 03.12.2019
 
„არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაგეგმილი აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
11:21 / 03.12.2019
 
კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ პოლიტიკოსები კი ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
11:17 / 03.12.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×