პოლიტიკა
წინა კვირას, პარლამენტში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 239 ათასი ხელმოწერა შევიტანეთ, რაზეც უმრავლესობის წევრები ქილიკობდნენ - დღეს უკვე აქეთ გვეხვეწებიან, ოღონდაც საპროტესტო გამოსვლები ჩააცხრონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.
15:40 / 24.06.2019
 
ბიძინა ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
15:39 / 24.06.2019
 
საქართველოში რუსოფობიური ისტერიაა, რომელსაც კარგად აქეზებენ რადიკალური ელემენტები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
15:33 / 24.06.2019
 
რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს, - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის რადას წევრმა და მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიქტორ იელენსკიმ განაცხადა.
15:29 / 24.06.2019
 
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
14:58 / 24.06.2019
 
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები.
14:55 / 24.06.2019
 
"ქართულმა ოცნებამ" იმაზე მეტი შესთავაზა ოპოზიციას, ვიდრე თვითონ ითხოვდნენ. ოპოზიციას დაუდგა ახალი პოლიტიკური სტრატეგიის პროცესი და ახლავე უნდა მიხედონ პროპორციულ სისტემას, თუ ისევ ეცდებიან გააგრძელონ პროცესი, ძალიან სასაცილო და გაუგებარი იქნება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - 2020 წლის საპრლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს.
14:35 / 24.06.2019
 
"მთავარი შედგა. პროპორციული არჩევნების დანიშვნა - ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ამით ხუხაშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.
14:23 / 24.06.2019
 
აქციის მონაწილეები "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ და ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილებით დაიძრნენ.
14:19 / 24.06.2019
 
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება.
14:18 / 24.06.2019
 
კალენდარი
×