პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს. ამავდროულად, ზურაბიშვილი შრომის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
22:49 / 23.05.2019
 
26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
22:47 / 23.05.2019
 
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
22:44 / 23.05.2019
 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე – პარიზის რეგიონის, დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს. მასთან ერთად, თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები, ვიცე-პრემიერთან განიხილეს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა.
19:48 / 23.05.2019
 
"ჩვენთვის პრინციპულია, ადამიანების მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ღირსეული შრომის პირობები, იყოს დაცული და შესრულებული", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია.
18:13 / 23.05.2019
 
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაარსოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია - ამის სესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18:07 / 23.05.2019
 
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
16:52 / 23.05.2019
 
მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, თავი შევიკაოთ ემოციური განცხადებებისგან. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია,- ამის შესახებ დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ტექნიკის მობილიზება.
16:24 / 23.05.2019
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას აკრიტიკებს. ამის შესახებ სააკაშვილმა Fაცებოოკ-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ წინ უნდა იაროს და ვინც პირველი მივა მიზანთან ის იქნება გამარჯვებული.
16:21 / 23.05.2019
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება.
15:11 / 23.05.2019
 
კალენდარი
×