პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის აზრით, უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ და იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანდიდატი არ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, შერჩევის პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან პროცესი შემდეგი მოწვევის პარლამენტმა უნდა გააგრძელოს.
14:18 / 15.07.2019
 
არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ინფორმირებული აქციის დაშლის შესახებ.
13:30 / 15.07.2019
 
გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.
13:29 / 15.07.2019
 
"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში ჟურნალისტებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
12:25 / 15.07.2019
 
ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვარიანში, 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
12:24 / 15.07.2019
 
როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
12:12 / 15.07.2019
 
შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განმარტებით, 20-21 ივნისის მოვლენებისას, რომელიმე პოლიტიკოსის ადგილიდან გარიდება დამატებით გაამწვავებდა ვითარებას და ამიტომ მისი აზრით, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. როგორც კახა საბანაძემ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მასა იყო აგრესიული, ეგზალტირებული და შეტევაზე გადადიოდა.
12:07 / 15.07.2019
 
შს მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 20 ივნისს პოლიციაზე უშუალო ძალადობაში დაახლოებით 150-200 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათ "ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა". როგორც შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, პოლიციაზე მოძალადე ადამიანების უკან მყოფი ხალხი, მათ აწვდიდნენ ბლაგვ საგნებს ქვებს და ბოთლებს.
12:05 / 15.07.2019
 
20-21ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა, - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.
11:31 / 15.07.2019
 
"სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
11:30 / 15.07.2019
 
კალენდარი
×