პოლიტიკა
პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა, სადაც თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.
20:07 / 22.08.2019
 
მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს ვილნიუსში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა სოფელ გუგუტიანთკარში და არ გააკეთა ამ საკითხზე განცხადება.
19:10 / 22.08.2019
 
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და განაცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.
19:18 / 22.08.2019
 
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ამბარდნიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება 2013 წლიდან დღემდე მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებს.
16:47 / 22.08.2019
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.
16:44 / 22.08.2019
 
ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
14:28 / 22.08.2019
 
წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ "ზონდერ" ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი "რუსთავი 2"- მა დანერგა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ტელეკომპანია "რუსთავი 2"- დან ჟურნალისტების წასვლას.
13:31 / 22.08.2019
 
კიდევ ერთხელ გეუბნებით - "ტვ პირველს" ვერ წაიღებთ! სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება, - ამის შესახებ "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მამამისის, ავთანდილი წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
14:27 / 22.08.2019
 
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.
13:18 / 22.08.2019
 
ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
11:42 / 22.08.2019
 
კალენდარი
×