პოლიტიკა
სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც დააანონსა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება.
11:29 / 15.07.2019
 
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
10:50 / 15.07.2019
 
დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა.
10:43 / 15.07.2019
 
რა თქმა უნდა, ნიკა მელია ეცდება, აირიდოს პასუხისმგებლობა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
22:49 / 14.07.2019
 
ხალხი ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასა და "ევროპული საქართველოს" ლიდერების უთანხმოების კომენტირებისას განაცხადა.
22:45 / 14.07.2019
 
შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
19:38 / 14.07.2019
 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თამბაქოს ინდუსტრიაზე "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს ცილისმწამებლურ და სიცრუეზე დამყარებულ მასალას უწოდებს.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას "პირველი" უცვლელად გთავაზობთ:
18:51 / 14.07.2019
 
შეკვეთილში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-20 დღეა იკრიბებიან. ასევე ტერიტორიაზე რამდენიმე მოშიმშილეს გაშლილი აქვთ კარავი.
21:00 / 14.07.2019
 
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის. განცხადებაში, რომელიც ონიანმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ის ასევე ბოდიშს უხდის მეგობარს, რომლის მისმართითაც გააკეთა კომენტარი ფეისბუქპოსტზე, კოლეგებს პარტია ,,ქართული ოცნებიდან", ასევე საკუთარ მეუღლეს.
17:42 / 14.07.2019
 
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელსაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ "ბლუმბერგი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
16:16 / 14.07.2019
 
კალენდარი
×