პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, რომ "საქართველოში სიტუაციის დარეგულირდებამდე" ე.წ.საზღვარი ჩაიკეტოს.
13:41 / 26.06.2019
 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო "პრეზიდენტმა", ანატოლი ბიბილოვმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სააკაშვილს მეეზოვის სამუშაოც კი არ მისცენ, რადგან, მისი თქმით, სხვა შემთხვევაში უკრაინა არეულობებს თავს ვერ აარიდებს.
13:30 / 26.06.2019
 
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. მისი ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი აქვთ საგამოძიებო უწყებებთან და მმართველ გუნდთან.
13:29 / 26.06.2019
 
video
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სოფო კილაძის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მოუხდია ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, ნაწამებ ადამიანზე, ირმა ნადირაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
12:57 / 26.06.2019
 
"უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი, - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოიხსენია. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, რატომ არ არიან გათავისუფლებულები ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დააკავეს. მას ვანო ზარდიაშვილმა კითხვითვე უპასუხა, თავად გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ ხალხის დაკავებაზე, რაზეც სამადაშვილმა განაცხადა, რომ ზარდიაშვილი ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" მონა იყო, ახლა კი "ქართული ოცნების" მონაა.
12:46 / 26.06.2019
 
კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე პროკურატურის მიმართვა განიხილება. დაპირისპირება კარლო კომპალიანის გამოსვლას მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციაში არ უნდა შესულიყო.
12:45 / 26.06.2019
 
ტაქსის რეფორმის ფარგლებში გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ტაქსის მძღოლებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეეძლებათ, ხოლო მისი განაღდება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ეს ვადები თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ტაქსის მძღოლებს შეახსენა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
12:36 / 26.06.2019
 
სულ გააფრინე? არ მაინტერესებს თვალი რომ დაკარგეს? შენ მე მიშა სააკაშვილი ხომ არ გგონივარ? - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" წევრს, ირაკლი აბესაძეს, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა.
12:26 / 26.06.2019
 
აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
12:04 / 26.06.2019
 
თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ - გული მერევა თქვენზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვლისას განაცხადა.
11:48 / 26.06.2019
 
კალენდარი
×