პოლიტიკა
გასულ წელს 1200 პირი ცდილობდა ყალბი დოკუმენტაციის გზით საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლულუაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებებში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული.
12:27 / 22.04.2019
 
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისის საარჩევნო უბანზეც გაიმარჯვა. როგორც უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე წერია, უბანზე 389 ადამიანი მივიდა და მათგან 50,38-მა პროცენტმა ზელენსკის დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ზელენსკიმ გაიმარჯვა აზერბაიჯანისა და სომხეთში.
11:49 / 22.04.2019
 
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.
11:38 / 22.04.2019
 
"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
11:27 / 22.04.2019
 
ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებით უკრაინა ისრაელის შემდეგ გახდება პირველი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ებრაელია, - ამის შესახებ გამოცემა Timesofisrael-ი წერს.
11:13 / 22.04.2019
 
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.
11:04 / 22.04.2019
 
"ასეთი ხისტი და უხეში მოქმედებით ამ რეგიონში ჰესი კი არა საჩუქარი რომ ჩაიტანო ასე არ უნდა გააკეთო.",- ამგვარად გამოეხმაურა გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებს, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილის თქმით, საკუთარ მოსახლეობასთან ბეტეერებით მოლაპარაკე ხელისუფლება კარგავს სახელისუფლებო პატივისცემას და ავტორიტეტსაც.
10:52 / 22.04.2019
 
"ევროპულმა საქართველომ" დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.
10:36 / 22.04.2019
 
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს.
10:35 / 22.04.2019
 
დღეს, 22 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.
10:14 / 22.04.2019
 
კალენდარი
×