პოლიტიკა
სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს.
12:56 / 14.07.2019
 
მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
12:49 / 14.07.2019
 
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე "ევროპული საქართველოს" წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
11:39 / 14.07.2019
 
კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო, - ასე პასუხობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძეს მისი მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას.
14:10 / 14.07.2019
 
"ბანკი ქართუ" განცხადებას ავრცელებს. „სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი „ფეისბუქ“ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.
23:58 / 13.07.2019
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა.
23:53 / 13.07.2019
 
იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას მონაწილეობის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
23:20 / 13.07.2019
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები – ჯგუფური ძალადობა პოლიციელებისადმი და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.
23:17 / 13.07.2019
 
ეს რაღაც იაფფასიანი ხრიკი იყო, რაც გახარიამ ელჩებზე თქვა - მთავარი პრობლემა გამართლების კონტექსტი იყო, რომ რას ამბობთ, მარტო მე კი არა, ელჩებიც იქ იყვნენო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "7ვს1" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
22:30 / 13.07.2019
 
მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტში შეჭრისკენ?- წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
21:55 / 13.07.2019
 
კალენდარი
×