პოლიტიკა
"სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირდადად ჩემს დისკრედიტაციას, პირდადად მაკავშირებენ აფეთქებასთან," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მისი თქმით, ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს.
10:52 / 18.01.2019
 
როგორც კი დიდ დიღომში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10:31 / 18.01.2019
 
მმართველი გუნდი Freedom House-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოდის. ნეიტ შენკანს ხელისუფლებაში პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებენ და მისგან ახსნა განმარტებებსაც ითხოვენ. ბრალდებების ადრესატმა ამჯერად ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკა.
23:12 / 17.01.2019
 
"ზოგადად უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს ქვეყანაში: ესაა ქვანახშირის შახტები სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა.
18:30 / 17.01.2019
 
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.
18:07 / 17.01.2019
 
საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ შენობის ტერასაზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
14:06 / 17.01.2019
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
14:04 / 17.01.2019
 
საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.
14:02 / 17.01.2019
 
დავით სერგეენკომ "ღუდუშაურის კლინიკაში" მოინახულა ორსული, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. მინისტრის თქმით, ქალს ჩივილები ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
13:53 / 17.01.2019
 
რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები დავადგინოთ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის შემადგენლობა იქნება, რომელიც დღეს არის, ეს ნიშნავს, რომ ღირსეულ კანდიდატებს არ აქვთ შანსი გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტში განუცხადა.
13:52 / 17.01.2019
 
კალენდარი
×