პოლიტიკა
მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
15:06 / 14.08.2019
 
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ "ანაკლიის განვითრების კონსორციუმის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა.
13:41 / 14.08.2019
 
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.
13:40 / 14.08.2019
 
ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
13:40 / 14.08.2019
 
ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
13:39 / 14.08.2019
 
სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.
13:38 / 14.08.2019
 
ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე. ჩვენ მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანში განაცხადა.
11:35 / 14.08.2019
 
ბაკურიანში ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც "დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
11:33 / 14.08.2019
 
ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
11:07 / 14.08.2019
 
აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ - რუსეთმა.
11:01 / 14.08.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×