პოლიტიკა
ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების ორპალატიანი წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
13:36 / 06.12.2019
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა.
13:32 / 06.12.2019
 
ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარების ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
13:02 / 06.12.2019
 
ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა "ინტერპრესნიუსს" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განუცხადა.
13:01 / 06.12.2019
 
იქნება ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, კიკვიძის პარკში განაცხადა, საიდანაც 14:00 საათზე ოპოზიცია მსვლელობას გეგმავს.
12:59 / 06.12.2019
 
ვუყურებ, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.
12:57 / 06.12.2019
 
ნინო ბურჯანაძე წავიდა ოკუპანტ ქვეყანაში, ესაუბრება ოკუპანტებს. ჩემთვის ეს ამ მოცემულობაში მიუღებელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
12:54 / 06.12.2019
 
ვხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა საპროტესო აქციებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.
12:41 / 06.12.2019
 
პარლამენტში უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის სრულად მაჟორიტარული სისტემა მიუღებელია. ამის მიზეზად კი ის ამბობს, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების აღზრდა ვერ მოხერხდება.
12:20 / 06.12.2019
 
კალენდარი
×