პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დეპუტატი ავრცელებს.
15:11 / 18.08.2019
 
ცხინვალის იზოლატორში სულ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
16:01 / 18.08.2019
 
გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
14:58 / 18.08.2019
 
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 3 მსუბუქ ავტომანქანას ვერ პოულობენ. ბმვ-სა და "მერსედესის" მარკის მანქანები იმ ადგილიდან გაუჩინარდა, სადაც ახალუბნელების დაკავება მოხდა.
14:53 / 18.08.2019
 
საქართველოს რვა მოქალაქე "მესაზღვრეებმა" ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რეს"-ს ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.
13:50 / 18.08.2019
 
პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან, ჩვენ რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ასეთი ინციდენტების პრევენცია მოხდეს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.
12:47 / 18.08.2019
 
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.
20:25 / 17.08.2019
 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "კონტი ჯგუფის" გასვლა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" მოსალოდნელი იყო.
19:32 / 17.08.2019
 
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მათი პრობლემებისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ზალკალიანმა მედიასთან განაცხადა, ის გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას ის პრემიერს მიაწვდის.
19:03 / 17.08.2019
 
"საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი 2 დღეა შეჩერდა, ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
18:55 / 17.08.2019
 
კალენდარი
×