პოლიტიკა
თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საქმეზე მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
14:02 / 23.07.2019
 
ოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავის ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქ მიღებული, მათ შორის "ვარდების რევოლუციის" დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
13:37 / 23.07.2019
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ თვლის, რომ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებული მისი განაცხადება არაეთიკური იყო.
12:53 / 23.07.2019
 
საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
12:43 / 23.07.2019
 
2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
12:42 / 23.07.2019
 
2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება და ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
12:40 / 23.07.2019
 
საქართველოს პროკურატურაში იმ დროს მივედი, როდესაც საქართველოს პროკურატურას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.
12:23 / 23.07.2019
 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. როგორც შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს განაცხადა, საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აქვს, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ პრეტენზია გამოეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურაზე.
10:55 / 23.07.2019
 
ეს კომენტარი რომ წავიკითხე, თვალებს ვერ დავუჯერე... ვერც წავუყრუე და ვერც "გავატარე", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი შეფასების საპასუხოდ, "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.
10:33 / 23.07.2019
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს.
21:41 / 22.07.2019
 
კალენდარი
×