პოლიტიკა
განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, ჩემი შეფასებით, ცალსახად არის ძალადობის პროპაგანდა და ძალადობისკენ მოწოდება, - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
11:20 / 17.06.2019
 
სახალხო დამცველი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს შსს-ს, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე გამოიძება დაიწყოს.
11:19 / 17.06.2019
 
შსს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
10:35 / 17.06.2019
 
გიგა ბოკერია და მისი ცოლი ნელნელა ემსგავსებიან ზეზვას და მზიას - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
02:00 / 17.06.2019
 
ირმა ინაშვილი ლევან ვასაძის განცხადებას აფასებს, "იმედის" ეთერით:
01:34 / 17.06.2019
 
ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი, თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.
23:29 / 16.06.2019
 
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში პატრულირებისთვის მოხალისედ ჩაწერა დღეს და ხვალ იქნება შესაძლებელი.
00:23 / 17.06.2019
 
მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.
22:18 / 16.06.2019
 
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა, ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო" ბიზნესმენ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებს.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ "ხელისუფლების უმოქმედობა ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის".
00:02 / 17.06.2019
 
ჩვენ ვართ ერი, ჩვენ ვართ ერთად, რომ გავაპროტესტოთ და ოპონირება გავუწიოთ ჩვენი ერისათვის მიუღებელ მორალურ ღირებულებებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა. ვასაძემ ტრამპს ინგლისურად მიმართა.
23:39 / 16.06.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×