ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფედერაცია ოჯახს უსამძიმრებს, იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარს უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
ილო ტუღუში ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და მომხდარს ჩაწყობილ თამაშს უკავშირებს.
მეუღლე და დედა ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ილო ტუღუშს 3-მა კაცმა მოაკითხა, რომლებიც თანხას ითხოვდნენ, დაძაბული საუბარი შედგა.
ლანჩხუთმა და თელავთან რამდენიმე დღის წინ წააგო და მეორე ლიგა დატოვა.