ამის შესახებ "აიპრესთან" საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
სოფიო ქაცარავას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ ავანტიურაა.
"სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ფორმირებაზე ალაპარაკდა, მისი მხრიდან მსგავსი ავანტიურისტული ქმედებები ახალი არ არის, მისი მთავარი მიზანი: ძალაუფლების დაბრუნება კონსტიტუციური მეთოდებით შეუძლებელია, რადგან მას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს. ამდენად იგი ახალ, სრულიად მიუღებელ გზებს ეძებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ სიტუაციაში ყველაზე მიუღებელი იმ ადამიანებით მანიპულირებაა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და სააკაშვილის ყოვლად არარეალურ და ამასთანავე არასახელმწიფოებრივ ქმედებაში უწევთ მონაწილეობის მიღება".- განაცხადა "აიპრესთან" სოფიო ქაცარავამ
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კონგრესს მართავს, სადაც ქართველ ემიგრანტებს შეხვდება.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.