მამუკა ბახტაძე: ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს
მამუკა ბახტაძე: ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ გავრილოვს ამ ქვეყანაში და არც ამ პარლამენტში არ შემოვუშვებთ. ისევე როგორც ამ პარლამენტში პარლამენტის სხდომას აღარასოდეს გაუძღვება მოღალატე ირაკლი კიობახიძე, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
13:40 / 20.06.2019
ხმაურმა და დაპირისპირებამ პარლამენტის სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა. ფოიეში მყოფი სამოქალაქო პირები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ დაუშვა ისეთი სირცხვილი პარლამენტში, როგორიცაა რუსი დეპუტატების ყოფნა.
13:26 / 20.06.2019
"ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა. "ევროპული საქართველოს" წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იდგა, როდესაც რუსმა დეპუტატმა ადგილიდან გარკვეული რეპლიკა ისროლა. ამას ბობოხიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მან რუს დეპუტატს პასუხი დაუბრუნა და წყალი გადაასხა.
13:24 / 20.06.2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
13:16 / 20.06.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების სასესიო დარბაზიდან გაყვანას ცდილობს.
12:41 / 20.06.2019
მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
12:21 / 20.06.2019
თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური განცხადებიტ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ოკუპანტთან არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს:
12:17 / 20.06.2019
"ევროპული საქართველოს" დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ სერგეი გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემენ.
12:10 / 20.06.2019
ადა მარშანია სერგეი გავრილოვისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
12:04 / 20.06.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×