მამუკა ბახტაძე: ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს
მამუკა ბახტაძე: ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს
კატეგორიის სხვა სიახლეები
"არჩევნების ყველა ოლქში წაგების შემდეგ, ოპოზიცია მგონი შოკშია და აღარ იცის რას ლაპარაკობს" – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის ბრალდებებს დედაქალაქის მთავრობის მიერ 12 მილიონიანი სესხის აღებასთან დაკავშირებით. ბექა დავითულიანის განმარტებით, მერიისთვის საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, ახლა კი აღნიშნული თანხა ანგარიშზე აისახა.
18:00 / 24.05.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
17:55 / 24.05.2019
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
17:48 / 24.05.2019
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპონენტები ზერელე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა იმ საკითხების მიმართა, რომელზეც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. მან ერთ კონკრეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც საკრებულო მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
17:38 / 24.05.2019
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებულნი არიან, რომ ბიუჯეტის მატებითაც კი უკმაყოფილებას გამოხატავენ და ასე ცდილობენ საზოგადოებას თავი დაამახსოვრონ.
17:37 / 24.05.2019
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში ოქტომბერში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება, რადგან სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე ონერ კუჭავა, გუშინ გარდაიცვალა.
17:29 / 24.05.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
17:10 / 24.05.2019
შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
15:16 / 24.05.2019
ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ. ამას ვაკეთებ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.
15:03 / 24.05.2019
ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
15:01 / 24.05.2019
კალენდარი
×