ხატია მოისწრაფიშვილი: 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა, რომ დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა
ხატია მოისწრაფიშვილი: 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა, რომ დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიუროს სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის მიმართვას განიხილავენ, კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ამჯერად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაპირისპირდნენ. საკუთარი სიტყვის დასრულების შემდეგ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვა.
20:26 / 25.06.2019
ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ,-ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატებს უნდათ, რომ გახარიას მისვლა პარლამენტში "ამ პრელუდიით იზეიმონ", რაც არ გამოუვათ.
20:18 / 25.06.2019
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთის საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის. ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილებს ერთ-ერთი სპიკერი მიმართავს. მისი განმარტებით, მოშიმშილეების რიცხვი იზრდება.
20:12 / 25.06.2019
რთულია "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებზე არწამოგება, - ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
20:10 / 25.06.2019
პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა.
20:05 / 25.06.2019
თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მიმართვას განიხილავენ დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ახლა რაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიტიკური დიქტატურა მყარდება.
20:04 / 25.06.2019
სერგი კაპანაძემ პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა. "ევროპული საქართველოს" წევრის პროტესტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს მოჰყვა.
19:50 / 25.06.2019
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს მელიას დაპატიმრებას და პროკურატურას თანხმობას მისცემს და ვინ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაისჯება. მას პასუხს აკაკი ზოიძე სცემდა, რა დროსაც გოცირიძემ ხელი ჰკრა და დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთო.
19:48 / 25.06.2019
არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება,-ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
19:47 / 25.06.2019
დაპირისპირება პარლამენტში - ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს რომან გოცირიძე და აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ.
19:23 / 25.06.2019
კალენდარი
×