ზუგდიდის 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ზუგდიდის 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
კატეგორიის სხვა სიახლეები
სპეცრაზმი ამ წუთებში ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგენული და წყლის ჭავლს იყენებს.
03:04 / 21.06.2019
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ვასაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, გამოძიების კითხვებსა და შინაარსზე არ უსაუბრია. მან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები, რა დროსაც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.
02:56 / 21.06.2019
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.
02:51 / 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.
02:02 / 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები შადრევნებიდან წყალს აგროვებს და ბოთლებით სპეცრაზმს უშენს. სპეცრაზმი კი სანაცვლოდ რეზინის ტყვიებს უშენს.
01:44 / 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 17 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ამ ეტაპზე ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
01:37 / 21.06.2019
როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
01:33 / 21.06.2019
თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა.
00:57 / 21.06.2019
დიდი ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
00:24 / 21.06.2019
პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცავები ისევ ისვრიან ცრემლსადენი გაზს, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მისამართით ბოთლებსა და სხვა ნივთებს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
00:18 / 21.06.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×